IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

 
Reply to this topicStart new topic
რა გვიშლის ხელს უფრო მეტი და უკეთესად ვაკეთოთ, თქვენი აზრით
Synergist
პოსტი May 10 2010, 07:34 AM
პოსტი #1


Grandmaster of Strategy
****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 777
რეგისტრ.: 6-March 06
მდებარ.: #8baratashvili str. Tbilisi. Georgia
წევრი № 8



ყველამ ვიცით, ის თუ რა შედეგები გვაქვს ცხოვრებაში ძალიან ბევრად არის დამოკიდებული იმაზე რამდენს ვმუშაობთ, რადმენს ვაკეთებთ და როგორ.. ყველას გვაქვს რაღაც ჩვევები რომლებიც ხელს გვიშლის უკეთესად მუშაობაში დაუფრო მეტის კეთებაში.

მოდით ჩამოვთვალოთ რა ჩვევებია და იქნებ ამით პირველი ნაბიჯი გადავდგათ მათ წინააღმდეგ.

აი ერთი მოსაზრება ამ საკითხზე
ცუდი ჩვევები


--------------------
ჩვენს მიერ დაწერილი ყოველი პოსტი ცვლის სამყაროს

ჩვენს მიერ წაკითხული ყოველი პოსტი გვცვლის ჩვენ


"ეძებე სხვისთვის და იპოვი შენთვის" © პავლე მოციქული
Go to the top of the page
 
+Quote Post
Natalie
პოსტი May 10 2010, 10:29 AM
პოსტი #2


Club Member
*

ჯგუფი: Member
პოსტები: 65
რეგისტრ.: 20-December 09
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 655



ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი დამახასიათებელი თვისება გულგრილობაა. მაგალითად, "თუკი არ მაძლევენ ამდენ და ამდენ ხელფასს, არ მაქვს ეს და ეს სამუშაო პირობები, რა ვალდებული ვარ გავაკეთო ესა და ეს?" ხშირად ვერ ვხვდებით, იმას რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ.
კიდევ, ეგოიზმი... ვერ წარმოგვიდგენია, როგორ უნდა გააკეთოს ვიღაცამ რაღაცა ჩვენზე უკეთ და თუ ეს ასეა და ჩვენც ვხვდებით ამას, მაქსიმალურად ვცდილობთ თავი დავარწმუნოთ, რომ ეს მხოლოდ გამართლებაა მისთვის....

როდესაც ამ სტატიას ვკითხულობდი, რატომღაც თავში შემდეგი ფრაზა ამომიტივტივდა "Плохому танцору - туфли жмут да пол кривой."
მართლაც ასეა, რაღაცას არ ვაკეთებთ ან ვერ ვაკეთებთ და ყველაფერს სხვადასხვა ფაქტორებს ვაბრალებთ. სინამდვილეში კი, მიზეზი ჩვენში უნდა ვეძებოთ. განა ღირს ამდენი დროის ფაქტობრიავდ უქმად გატარება იმის გამო, რომ ჩვენი "გენია" არ დაინახეს და არ დააფასეს?


--------------------
With the power of soul anything is possible

www.nataliesun.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsiko
პოსტი May 10 2010, 03:56 PM
პოსტი #3


Strategist
**

ჯგუფი: Member
პოსტები: 150
რეგისტრ.: 20-December 09
წევრი № 656



საინტერესო სტატიაა, მომეწონა smile.gif
გამახსენდა ერთ-ერთი ტრენინგი, რომელიც გავლილი მაქვს და თემა იყო ასეთი დროის მართვა, სადაც დაგვისვეს კითხვა: რა გვართმევს დროს და ხელს გვიშვლის სამუშაოს შესრულებაში? ყველას მოგვეცა შესაბამისი დრო იმისთვის, რომ დაგვესახელებინა ასეთი ფაქტორები და დასახელდა: უსაგნო და არაფრის მომცემი საუბრები სამუშაო საათებში როგორც ტელეფონით, ისე თანამშრომლებს შორის, სოციალური ქსელები, ჩათი, სკაიპი, სამუშაოსთან დაუკავშირებელი საქმის სამუშაო საათებში კეთება, სხვ.

საერთოდ არ მიყვარს წუწუნი და მიმაჩნია, რომ ყველამ ჩვენ პრობლემა (ასეთის შემთხვევაში) საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. რატომ არის რომ თანაბარ პირობებში ერთი თანამშრომელი ასწრებს დღის ბოლომდე სამუშაოს შესრულებას და მეორეს მუდამ მოტოვებული აქვს ე.წ. კუდი და ნელ-ნელა უგროვდება საქმე. ალბათ მის მიერ დროის რაციონალურ გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

იგივე შაბათ-კვირის დღეების გამოყენებას რომ შევეხოთ (რაც სტატიაში იყო ნახსენები), დღის წესრიგი და გეგმა, თუ გნებავთ, დაგეგმილი საქმიანობის მარტო სამუშაო დღეებში არა, შაბათ-კვირასაც შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს. შეიძლება საქმეების დაგეგმვა ამ დღეებში და უფრო ნაყოფიერად წარმართვა, ვიდრე დროის უქმად ფლანგვა.

ეს ყოველივე რა თქმა უნდა აისახება ჩვენს მიერ სამუშაოს და პირადი საქმეების უფრო გონივრულ წარმართვასა და წარმატების მიღწევაში smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Laliko
პოსტი May 10 2010, 08:34 PM
პოსტი #4


Strategist
**

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 127
რეგისტრ.: 9-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 588



სიზარმაცე blink.gif sad.gif


--------------------
dancing in the moonlight..
Go to the top of the page
 
+Quote Post
tami
პოსტი May 14 2010, 10:42 AM
პოსტი #5


Grandmaster of Strategy
****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 803
რეგისტრ.: 10-August 09
წევრი № 603



მე პირადად ყველაზე შემოქმედებიანი და ნაყოფიერი დღე მაქვს მაშინ, როდესაც ვიცი რა უნდა გავაკეთო, ხოლო როცა არ მაქვს კონკრეტული დავალებები მაშინ იმდენ საქმეს ვერ ვაკეთებ.


--------------------
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი არ სჭამონ მტრისანი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
არჩილი
პოსტი May 15 2010, 10:07 PM
პოსტი #6


Strategist
**

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 219
რეგისტრ.: 8-March 06
წევრი № 10



ეჰ. სტატიაში რაც წერია ის ხომ სრული ჩამონათვალი არაა თან. მაგას კიდევ ყველა რაღაც რაღაცეებს ხომ დავუმატებთ, საკუთარ ქცევებს კარგად თუ დავუკვირდებით.

მთავარია სტატიის კითხვისას შეგრძნება არ გაგვიჩნდეს - "ნახე როგორ კარგად დაუჭერია ამ უამრავი ზარმაცი ადამიანის თვისებები, მეც ხომ შემიმჩნევია ეს ჩვევები აი იმ იმაში და იმაშიო".

ჩვენზეა ეს სტატია, იმათზე კი არა smile.gif


--------------------
ჩვენს მიერ დაწერილი ყოველი პოსტი ცვლის სამყაროს

ჩვენს მიერ წაკითხული ყოველი პოსტი გვცვლის ჩვენ

იყავით ყურადღებით ბატონებო
© Synergist
Go to the top of the page
 
+Quote Post
Keti
პოსტი May 29 2010, 08:41 PM
პოსტი #7


Strategist
**

ჯგუფი: Member
პოსტები: 135
რეგისტრ.: 21-October 09
წევრი № 616



ნამდვილად კარგი სტატიაა.
სიზარმაცე, უცოდნიარობა, მოტივაციის არ ქონა, არაორგანიზებულობა, ჩვენგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი ფაქტორები...

რაც გვიშლის ხელს მეტ-ნაკლებად ნათელია. დროა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ უფრო მეტი და უფრო უკეთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ALEX_&_ER
პოსტი Jul 5 2010, 12:11 PM
პოსტი #8


Newbie


ჯგუფი:
პოსტები: 2
რეგისტრ.: 4-July 10
მდებარ.: Tbilisi, Vera
წევრი № 723



თუ დაფიქრებულხართ საიდან მოდის სიზარმაცე..?
დაფიქრდით რა და რატომ გეზარებათ ხოლმე, პასუხიც ხომ სწორედ მანდ არის... wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
ჩასვი სურათი
სმაილები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
   მონიშნულის ციტირება    
 
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2010 - 08:16 PM