უცხო ენა ადრეული ასაკიდან, რას ფიქრობთ, რა ასაკიდანაა ყველაზე ეფექტური უცხო ენის შესწავლა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
უცხო ენა ადრეული ასაკიდან, რას ფიქრობთ, რა ასაკიდანაა ყველაზე ეფექტური უცხო ენის შესწავლა? |
| იაგო |
Apr 7 2010, 10:07 AM
პოსტი
#1
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 122 რეგისტრ.: 15-December 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 650 |
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
თქვენ რას ფიქრობთ, როგორია თქვენი გამოცდილება? რა ასაკიდანაა უმჯობესი უცხო ენის შესწავლა, ისე რომ, საუკეთესო შედეგი მივიღოთ და ბავშვის განვითარებას ზიანი არ მიადგეს. ხომ არ დააზარალებს ადრეულ ასაკში უცხო ენის შესწავლა მშობლიურს? ხომ არ იმოქმედებს ეს გონებრივ განვითარებაზე უარყოფითად? |
|
|
|
| Natalie |
Apr 7 2010, 10:19 AM
პოსტი
#2
|
|
Club Member ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 65 რეგისტრ.: 20-December 09 მდებარ.: Tbilisi წევრი № 655 |
მე ვფიქრობ, რომ უცხო ენის შესწავლა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს, რადგან რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უკეთ და მით მეტი ენის ათვისება შეუძლია.
მე, მაგალითად, რუსულად და ქართულად საუბარი ერთდროულად დავიწყე და არა მგონია ამას ჩემს გონებრივ განვითარებაზე უარყოფითად ემოქმედა. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს -------------------- With the power of soul anything is possible
www.nataliesun.wordpress.com |
|
|
|
| არჩილი |
Apr 7 2010, 05:09 PM
პოსტი
#3
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 219 რეგისტრ.: 8-March 06 წევრი № 10 |
სწავლა ბევრნაირია. მე დავწერე სკოლამდელი ასაკიდდან, რადგან ვთვლი, რომ მულტფილმების უცხო ენაზე ყურება უკვე ენის სწავლის დასაწყისია ჩემები (3 წლის და 2 წლის) როცა თოფებით თამაშობენ "ვ პირიოტ"-ო ყვირიან და ხანდახან კი-არას ნაცვლად "და" და "ნეტ"-ს ხმარობენ. და "ოკ" და "ნოუ" იციან
თუმცა სერიოზული სწავლა დავალებებით და დისციპლინით 5-6 კლასამდე. თუ თავად ბავშვმა არ მოისურვა რომ მულტფილმებში მეტი გაიგოს და თვითონ არ გამოხატა რამენაირად ინტერესი ა ხო, და ჩემი მოსაზრება ასევე იმას ეფუძნება, რომ ბევრი უცხო ენის ცოდნა არის ცალსახად კარგი -------------------- ჩვენს მიერ დაწერილი ყოველი პოსტი ცვლის სამყაროს
ჩვენს მიერ წაკითხული ყოველი პოსტი გვცვლის ჩვენ იყავით ყურადღებით ბატონებო © Synergist |
|
|
|
| Keti |
Apr 7 2010, 08:36 PM
პოსტი
#4
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 135 რეგისტრ.: 21-October 09 წევრი № 616 |
ზოგადად, ადრეული ასაკიდან სწავლის დაწყება რომ ეფექტურია და გაცილებით მარტივად ითვისებენ პატარები ინფორმაციას, ცხადია.
სკოლამდელი ასაკიდან გარკვეული სასაუბრო ელემენტების სწავლა ნორმალურია, მაგრამ უცხო ენის შესწავლა მარტო ლექსიკური მარაგი არაა. მშობლიური გრამატიკის ცოდნაც აუცილებელია. ამიტომ ალბათ სწავლების ფორმაზეცაა დამოკიდებული, არა მხოლოდ ასაკზე. |
|
|
|
| anka |
Apr 8 2010, 01:11 PM
პოსტი
#5
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 105 რეგისტრ.: 25-August 09 წევრი № 606 |
ჩაატარეს კვლევა სკოლის ასაკის ბავშვებზე, ვინც ორ ენას სწავლობდა პატარაობიდანვე და შეადარეს ბავშვებს, რომლებმაც მე-2 მე-3 კლასიდან დაიწყეს სწავლა. აღმოჩდა, რომ დაწყებით კლასებში ორი ენის ერთდროულად მსწავლელი ბავშვები ჩამორჩებიან ოდნავ, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში უკვე ბევრად უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც სკოლაში დაიწყეს მეორე ენის სწავლა...
აგრეთვე, ბავშვის ტვინი დაახლოებით 10 -12 წლამდე არის უფრო მეტად მიმართული დაზეპირებაზე და ნელ-ნელა გადადის აზროვნებასა და ლოგიკაზე. და რაც უფრო პატარაა, მით უფრო დიდია დაზეპირების წილი. ამიტომ, მცირეწლოვან ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ სალაპარაკო ენა, დავაზეპირებინოთ, მაგრამ ვერ გავაგებინებთ გრამატიკის წესებს. მაგრამ, სამაგიეროდ, სიტყვების მარაგი თუ ექნებათ, მოგვიანებით გრამატიკასაც ისწავლიან და დაახლოებით 13-14 წლისებს გამართულად ეცოდინებათ უცხო ენა, მგონი არაა ცუდი... მე მომხრე ვარ პატარაობიდანვე ისწავლონ ბავშვებმა უცხო ენა... რუსული თავისით შემომესწავლა, ვერც გავიგე ვერაფერი... |
|
|
|
| tami |
Apr 9 2010, 10:25 AM
პოსტი
#6
|
![]() Grandmaster of Strategy ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 803 რეგისტრ.: 10-August 09 წევრი № 603 |
მთელი ცხოვრება ისედაც სწავლაა პირველი 6 წელი მაინც დაისვენონ პატარებმა
რა თქმა უნდა კარგია როდესაც ადრეული ასაკიდან იწყებენ სწავლებას, მაგრამ მე მაინც მგონია 1-2 კლასიდან ყველაზე კარგი ვარიანტია. მულტფილმებიდან და ისე რასაც ისწავლიან ეგ კარგი, მაგრამ სპეციალურად მომზადება ბავშვების მგონი ზედმეტობაა. 4-5 წლის ბავშვს რო მასწავლებელს მიუყვან ინგლისურის სასწავლებლად ხო დაიტანჯა ბავშვი მემგონი აჯობებს ამ ასაკში მეტი ყურადღება დავუთმოთ აღზრდას, რადგან ამ დროს ყალიბდება ბავშვის ქცევები, ზნე. ასევე მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ქართული ლექსები, სიმღერები, მშობლიური ძალიან ბევრი. უცხო ენის სწავლას კი მე3 კლასიდანაც მოასწრებს და უფრო დიდი ასაკიდანაც, ეს მგონი არ არის დღეს დიდი პრობლემა -------------------- კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი არ სჭამონ მტრისანი... |
|
|
|
| nutsiko |
Apr 9 2010, 10:26 PM
პოსტი
#7
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 150 რეგისტრ.: 20-December 09 წევრი № 656 |
ბავშვი როგორც ღრუბელი ისე ისრუტავს ინფორმაციას, შესაბამისად, ვთვლი, რომ არაფერი დაშავდება, თუკი პირველივე კლასიდან დაიწყებენ უცხო ენის შესწავლას, რა თქმა უნდა, შესაბამისი მეთოდების, ინფორმაციის/მასალის მოცულობის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით
|
|
|
|
| Keti |
Apr 11 2010, 01:01 PM
პოსტი
#8
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 135 რეგისტრ.: 21-October 09 წევრი № 616 |
ბავშვი როგორც ღრუბელი ისე ისრუტავს ინფორმაციას, შესაბამისად, ვთვლი, რომ არაფერი დაშავდება, თუკი პირველივე კლასიდან დაიწყებენ უცხო ენის შესწავლას, რა თქმა უნდა, შესაბამისი მეთოდების, ინფორმაციის/მასალის მოცულობის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ვეთანხმები სწავლაში მთავარი სწავლების ფორმაა, + სურვილი და მოტივაცია ნებისმიერ ასაკში მეც, ანკას მსგავსად, სკოლამდე უკვე ვიცოდი ელემენტარული სასაუბრო რუსული და ეს თავისით მოხდა. ინგლისურის სწავლა კი სტუდენტი ვიყავი როდესაც დავიწყე. |
|
|
|
| Natalie |
Apr 12 2010, 03:04 PM
პოსტი
#9
|
|
Club Member ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 65 რეგისტრ.: 20-December 09 მდებარ.: Tbilisi წევრი № 655 |
ციტატა მთელი ცხოვრება ისედაც სწავლაა პირველი 6 წელი მაინც დაისვენონ პატარებმა ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა. ჩემი აზრით, რაც უფრო პატარაობიდან დაიწყება ბავშვის განათლება. მით უკეთესი. მაგალითად, შემიძლია პირდაპირ ვთქვა რომ რუსებს ბევრად უფრო განვითარებული ბავშვები ჰყავთ, ვიდრე ჩვენ. 7-8 წლის ბავშვებმა იმდენი იციან, რომ ზოგიერთი ზრდასრულიც კი ვერ დაიკვეხნის. -------------------- With the power of soul anything is possible
www.nataliesun.wordpress.com |
|
|
|
| Keti |
Apr 12 2010, 04:14 PM
პოსტი
#10
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 135 რეგისტრ.: 21-October 09 წევრი № 616 |
ციტატა რუსებს ბევრად უფრო განვითარებული ბავშვები ჰყავთ, ვიდრე ჩვენ. 7-8 წლის ბავშვებმა იმდენი იციან, რომ ზოგიერთი ზრდასრულიც კი ვერ დაიკვეხნის. ჩემი აზრით, ამ საკითხში ეროვნება არა, ზოგადად ცხოვრების სოციალური დონე განაპირობებს. რუსებს წერა-კითხვის უცოდინარიც ბევრი ყავთ მგონი |
|
|
|
| nona |
Apr 12 2010, 05:43 PM
პოსტი
#11
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 150 რეგისტრ.: 9-March 09 წევრი № 589 |
ციტატა მაგალითად, შემიძლია პირდაპირ ვთქვა რომ რუსებს ბევრად უფრო განვითარებული ბავშვები ჰყავთ, ვიდრე ჩვენ. 7-8 წლის ბავშვებმა იმდენი იციან, რომ ზოგიერთი ზრდასრულიც კი ვერ დაიკვეხნის. გააჩნია რას გულისხმობ ბევრი რამის ცოდნაში.. უცხო ენებს? უფრო მეტად განვითარება რაში გამოიხატება? საინტერესოა... მე ამან მართლა დამაინტერესა და თუ ეს ასეა რა უნდა იყოს ამის მიზეზი? მშობლები უკეთესად ზრუნავენ შვილებზე მართლა საინტერესოა, თუ მართლა განვითარებულები არიან, რა მხრივ არიან უფრო განვითარებულები, და ეს რამ განაპირობა? გენეტიკამ თუ რამ? რაც შეეხება ასაკს ჩემი აზრით ბავშვმა უცხო ენის სწავლა უნდა დაიწყოს პირველი კლასიდან.. მანამდე რასაც მულტფილმებიდან გაიგებს ხომ კარგი.. სკოლამდე უფრო მნიშვნელოვანია რომ ისწავლოს გამართული ლაპარაკი ქართულად, წერა-კითხვა, თვლა, ლექსები, მიმატება, გამოკლება (ელემენტარულ დონეზე მაინც)... -------------------- ნონა ქარქუზაშვილი
სინერჯი ჯგუფი |
|
|
|
| Natalie |
Apr 12 2010, 11:13 PM
პოსტი
#12
|
|
Club Member ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 65 რეგისტრ.: 20-December 09 მდებარ.: Tbilisi წევრი № 655 |
ციტატა გააჩნია რას გულისხმობ ბევრი რამის ცოდნაში.. უცხო ენებს? უფრო მეტად განვითარება რაში გამოიხატება? საინტერესოა... მე ამან მართლა დამაინტერესა და თუ ეს ასეა რა უნდა იყოს ამის მიზეზი? მშობლები უკეთესად ზრუნავენ შვილებზე ? ადრეული ასაკიდან მასწავლებელბს უყვანენ? ძიძების ინსტიტუტია უფრო განვითარებული და ძიძებად პედაგოგები აყავთ? და ძიძებს იმის მიხედვით აფასებენ თვიდანთვემდე ბავშვი რამდენად განვითარდა?? უცხო ენებიც და ზოგადი განთლებაც უფრო მაღალ დონეზე აქვთ. ბავშვები 2-3 წლიდან შეჰყავთ უცხო ენების სასწავლებლად. სხვადასხვა წრეებზე. დიახ, მშობლებიც უფრო მეტს ზრუნავენ ბავშვის განთლებაზე. ჩვენთან ბავშვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უყურებენ როგორც ბავშვს. არადა, ვფიქრობ ეს არასწორია. ბიძაჩემი ცხოვრობს მოსკოვში. ჰყავს სამი წლის ბავშვი, რომელიც უკვე სამ ენაზე საუბრობს. მილიონ წრეზე დაჰყავთ და როდესაც ვუთხარი ჯერ ხომ პატარა არის მეთქი. შეიცხადეს რას ამბობო, ხომ უნდა განვითარდესო.... იქ ტენდენციაა ასეთი... უფრო მეტს ზრუნავენ განათლებაზე ... მე არ მაქვს საუბარი რუსულ ზახალუსწიებზე, სადაც სმის და ერთმანეთის ჭამის გარდა არაფერი იციან... საშუალო და უფრო დაბალ კლასს ვგულისხმობ... -------------------- With the power of soul anything is possible
www.nataliesun.wordpress.com |
|
|
|
| nutsiko |
Apr 13 2010, 02:16 AM
პოსტი
#13
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 150 რეგისტრ.: 20-December 09 წევრი № 656 |
სად, რომელ ქვეყანაში რა მდგომარეობაა - ამ მხრივ პერიოდული კვლევები ტარდება, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ყველაზე ბოლო კვლევა, რაც მე ვნახე (გასულ წელს ჩატარებული) არც თუ სახარბიელო მონაცემებს შეიცავდა საქართველოს შესახებ. ვგულისხმობ ზოგად განათლებას და წიგნიერებას საქართველოში, რომელიც საკმაოდ დაბალი ქულით იყო შეფასებული. აი, ეს კი მართლაც პრობლემაა. ზოგადად, ჩვენთან ნაკლები ყურადღება ეთმობა წიგნების კითხვას, დამატებით ლიტერატურას, კლასგარეშე თუ საკითხავ მასალას და მის ათვისებას მოზარდების მიერ.
საბოლოოდ, ეს ცუდ შეფასებას განაპირობებს. ამაზე სერიოზულად ღირს დაფიქრება. ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე ჟურნალ "გზის" ახალ წამოწყებას, სულ რაღაც 4 ლარად (რომელიც წიგნის შესაძენად არც თუ ისე დიდი თანხაა) შეგიძლია შეიძინო საინტერესო მწერლების ნაწარმოებები და რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე იყიდება ეს ჟურნალი წიგნებთან ერთად |
|
|
|
| nona |
Apr 13 2010, 12:11 PM
პოსტი
#14
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 150 რეგისტრ.: 9-March 09 წევრი № 589 |
ციტატა უცხო ენებიც და ზოგადი განთლებაც უფრო მაღალ დონეზე აქვთ. ბავშვები 2-3 წლიდან შეჰყავთ უცხო ენების სასწავლებლად. სხვადასხვა წრეებზე. დიახ, მშობლებიც უფრო მეტს ზრუნავენ ბავშვის განთლებაზე. ჩვენთან ბავშვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უყურებენ როგორც ბავშვს. არადა, ვფიქრობ ეს არასწორია. ჩემი შვილი მალე გახდება 2-ის და ვერ წარმომიდგენია წრეებზე როგორ უნდა შევიყვანო, როცა ჯერ არც კი ლაპარაკობს ნორმალურად (თუმცა ძალიან ბევრი ბავშვი, ჩემისგან განსხვავებით, ადრე იწყებს ლაპარაკს).. ორ სიტყვას ძლივს აბავს ციტატა ვგულისხმობ ზოგად განათლებას და წიგნიერებას საქართველოში, რომელიც საკმაოდ დაბალი ქულით იყო შეფასებული. -------------------- ნონა ქარქუზაშვილი
სინერჯი ჯგუფი |
|
|
|
| Keti |
Apr 13 2010, 01:36 PM
პოსტი
#15
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 135 რეგისტრ.: 21-October 09 წევრი № 616 |
ციტატა ჩემი შვილი მალე გახდება 2-ის და ვერ წარმომიდგენია წრეებზე როგორ უნდა შევიყვანო, როცა ჯერ არც კი ლაპარაკობს ნორმალურად 2 წლის ბავშვის წრეზე შეყვანა რა თქმა უნდა ადრე, მხოლოდ ბაგაში თუ მიიყვანთ მაგრამ მეორე მხრივ, მშობლებს შვილები მუდამ პატარები ჰგონიათ. არადა, რაც მეტად იქნება დაკავებული პატარაობიდან და მიეჩვევა სწავლას და შრომას, მისთვისაა უკეთესი. |
|
|
|
| discusser |
Apr 14 2010, 03:25 PM
პოსტი
#16
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 143 რეგისტრ.: 11-April 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 56 |
3-4 წლის ასაკში, როდესაც მშობლიურ ენაზე ლექსიკის ძირითადი სალაპარაკო მარაგი უკვე აქვს. თან ამ ასაკში ბავშვის ტვინი ყველაზე უკეთ ითვისებს ახალ სიტყვებს...
თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ბავშვმა მასწავლებლებთან უნდა იაროს წიგნებით და რვეულებით ხელში. უცხო ენის სწავლება ნებისმიერ ასაკში ამ ასაკისთვის შესაბამისი მეთოდებით უნდა ხდებოდეს. კონკრეტულად ამ ასაკში კი თამაშებით, მულტფილმებით, პატარა მარტივი ლექსებით და ა.შ. |
|
|
|
| tamu |
Jun 4 2010, 05:15 PM
პოსტი
#17
|
|
Newbie ჯგუფი: პოსტები: 1 რეგისტრ.: 2-June 10 წევრი № 713 |
რა თქმა უდნა ადრეული სკოლამდელი ასაკიდან უდნა დააწყებინოთ ბავშვს სწავალა. უამრავი ლიტერატურა გამოდის დასურათებული და თუ მონდომება ა რის შესაძლებელია რომ აითვისოს.
|
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2010 - 08:36 PM |