თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Strategist.Ge _ მცირე ბიზნესის განვითარების გზები _ როგორ დავიწყოთ საკუთარი საქმე

პოსტის ავტორი: Synergist თარიღი: Jan 25 2010, 09:01 PM

http://strategy.ge/1017/starting-a-new-business/


აბა რას ფიქრობთ ამ სტატიაზე? მასში მოცემულ გზაზე? რა შეცდომები იყო დაშვებული და თქვენ რას იზამდით ავტორის ადგილზე რომ ყოფილიყავით? თქვენ ხომ არ გაქვთ რამე მსგავსი გამოცდილება იქნება გაგვიზიაროთ.. ეს ძალიან ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის ვინც რაღაც ამის მსავსს გეგმავს

პოსტის ავტორი: tami თარიღი: Jan 26 2010, 12:20 PM

кто не рискует тот не пьет шампанского smile.gif

მე ძალიან მომეწონა ეს სტატია, იმედია ბევრს მისცემს იმის მუხტს, გარისკოს და დაიწყოს საკუთარი საქმე, ან აკეთოს ის რაც მართლა უყვარს. ყველაზე მთავარი კი ამ სტატიაში ჩანს ის, რომ როცა რაღაც მიზანს დაისახავ და იბრძოლებ მისთვის, ყველაფერს გააკეთებ მის შესასრულებლად, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. იმედი მაქვს ეს სტატია მკითხველს სულ ცოტათი მაინც შეცვლის, და გახდის უფრო მებრძოლს და მიზანდასახულს, რაც ასე გვაკლია ქართველებს

პოსტის ავტორი: Liberal თარიღი: Jan 26 2010, 05:09 PM

სტატია მომეწონა.
უფრო სხვა რამეს ველოდი და სასიამოვნოა რომ სხვა რამ აღმოჩნდა smile.gif
ველოდი რომ იქნებოდა გაცვეთილი რჩევები და მითითებები.
ბევრ ადამიანს დააფიქრებს და მოანდომებს საკუთარი საქმის დაწყებას.

პოსტის ავტორი: Natalie თარიღი: Jan 27 2010, 10:53 PM

ძალიან საინტერესო სტატიაა და ამასთან ძალიან კარგად დაწერილი. ვერც კი ვიგრძენი, როგორ ჩავედი ბოლოში და გაგრძელებე რომ ჰქონოდა, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი. რაღაც საოცარ მუხტს გადმოსცემს. ასე მგონია, ადამიანს საერთოდ რომ არ ეფიქრა საკუთარი საქმის დაწყება, ამ სტატიამ უნდა გაუჩინოს სურვილი......

ძალიან დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: Synergist თარიღი: Jan 28 2010, 10:47 PM

მეც მომწონს ეს სტატია smile.gif.. მგონია რომ ვიღაცას შეიძლება მართლა გაუღვიძოს საკუთარი საქმის მინიმუმ მოსინჯვის სურვილი., მინიმუმ დააფიქრებს იმაზე რამე ხომ არ შეუძლია გააკეთოს საინტერესო..

თუ ასეთი იდეები გაგიჩნდებათ მიაკითხეთ http://startup.ge ბევრმა შეიძლება იქ საკუთარი ცხოვრების საქმე იპოვოს.. smile.gif

პოსტის ავტორი: George Barbakadze თარიღი: Apr 9 2010, 01:46 PM

მეც ძალიან მომეწონა ეს სტატია თავის დროზე როცა წავიკითხე smile.gif განსაკუთრებით საინტერესოა როცა იცი რომელ კომპანიაზეა საუბარი.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ მთავარი მუღამი არის რომ არ დანებდე რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, წამოდგე და გააგრძელო ბრძოლა მიზნისთვის - შედეგი აუცილებლად მოვა!!!
მაგარი შრომით ნებისმიერი წარმატების მიღწევა შეუძლია ადამიანს!


P.S. ალბათ მეც დავწერ რაღაც ასეთ სტატიას რამენიმე წელიწადში smile.gif

პოსტის ავტორი: nutsiko თარიღი: Jun 25 2010, 01:11 AM

დიდი ხანია მეც ვფიქრობ საკუთარი საქმის დაწყებაზე. აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას და ახსნას, რაოდენ რთულია დღევანდელ არასტაბილურ გარემოში უმუშევრად დარჩენა და მასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები. თუმცა ჯერ ვერ მომიფიქრებია რა და როგორ გავაკეთო. ისე კი მაინც ყველაფერი თანხასთან არის დაკავშირებული. ისე მხოლოდ იდეით გამიჭირდება რამის დაწყება (ზოგადად იდეები მაქვს), თანხაა ამისთვის საჭირო.

საერთოდ კი საკუთარ საქმეს არაფერი სჯობს wink.gif

ეს სტატია ადრე მაქვს წაკითხული და თითქოს ავტორთან ერთად ყველა პროცესში ვიყავი ჩართული ისეთი განცდა მქონდა. იმედია, მეც მალე რამეს მოვიფიქრებ და დაახლოებით მაინც ვიტყვი, რომ მეც ერთ დროს საქმის დაწყებაზე ვფიქრობდი, ახლა კი... ვნახოთ, რა იქნება wink.gif

პოსტის ავტორი: kline თარიღი: Jul 30 2010, 01:57 PM

ციტატა(Synergist @ Jan 25 2010, 09:01 PM) *
http://strategy.ge/1017/starting-a-new-business/


აბა რას ფიქრობთ ამ სტატიაზე? მასში მოცემულ გზაზე? რა შეცდომები იყო დაშვებული და თქვენ რას იზამდით ავტორის ადგილზე რომ ყოფილიყავით? თქვენ ხომ არ გაქვთ რამე მსგავსი გამოცდილება იქნება გაგვიზიაროთ.. ეს ძალიან ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის ვინც რაღაც ამის მსავსს გეგმავს



ძალიან მაინტერესებს რა საქმე დაიწყო ამ სტატიის ავტორმა და იქნებ გაგვიმხილოთ smile.gif ძაკლიან საინტერესო იყო smile.gif



ძალიან მოვიხიბლე თქვენი ფორუმით და თქვენი საიტით, ბართლაც ბევრი ასინტერესო რამ გვაიგე.
იმ სტატიის ავტორია არ იყოს არ არ მაძლევს მოსვენებას საკუთარი საქმის დაწყებისისეა. ესესაა რაც უნივერსისტეტი დავამთავრე (ბიზნესი და მართვა) და ამჟამად ერრთერთი ბანკის თანამშრომელი გახლავართ, ერთერთ მაღალ თანამდებობაზე smile.gif მაგრამ ჩემ მომავალს მაინც ბიზნესში ვხედავ.

სულ რაღაც 3 თვეა მე და ჩემმა მეგობარმა ერთ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ერთ ერთი გერმანული კომპანიის პროდუქციის (კოსმეტიკის) ოფიციალური შემომტანები გავხდით. ვიქირავეთ საწყობი და ერთი პარტია კოსმეტიკაც შემოვიტანეთ. ჯერჯერობით მხოლოდ ბითუმად ვყიდით.

თქვენი აზრი მარინტერესებს, როგორ შეიძლება ამ ბიზნესის განვითარება? smile.gif

პოსტის ავტორი: Natalie თარიღი: Jul 30 2010, 02:05 PM

ეს არის სტატია, რომელმაც ძალიან დამეხმარა ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა. თავიდან და თავიდან ვკითხულობ ხოლმე smile.gif ამასთან, ვხვდები ვინ არის ავტორი და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს smile.gif

უღრმესი მადლობა ავტორს smile.gif

პოსტის ავტორი: kline თარიღი: Jul 31 2010, 10:06 AM

ციტატა(Natalie @ Jul 30 2010, 03:05 PM) *
ეს არის სტატია, რომელმაც ძალიან დამეხმარა ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა. თავიდან და თავიდან ვკითხულობ ხოლმე smile.gif ამასთან, ვხვდები ვინ არის ავტორი და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს smile.gif

უღრმესი მადლობა ავტორს smile.gif



ვინ არის ავტორი და რა საქმე დაიწყო? smile.gif

პოსტის ავტორი: kline თარიღი: Aug 6 2010, 10:11 AM

ციტატა(kline @ Jul 30 2010, 01:57 PM) *
ძალიან მაინტერესებს რა საქმე დაიწყო ამ სტატიის ავტორმა და იქნებ გაგვიმხილოთ smile.gif ძაკლიან საინტერესო იყო smile.gif



ძალიან მოვიხიბლე თქვენი ფორუმით და თქვენი საიტით, ბართლაც ბევრი ასინტერესო რამ გვაიგე.
იმ სტატიის ავტორია არ იყოს არ არ მაძლევს მოსვენებას საკუთარი საქმის დაწყებისისეა. ესესაა რაც უნივერსისტეტი დავამთავრე (ბიზნესი და მართვა) და ამჟამად ერრთერთი ბანკის თანამშრომელი გახლავართ, ერთერთ მაღალ თანამდებობაზე smile.gif მაგრამ ჩემ მომავალს მაინც ბიზნესში ვხედავ.

სულ რაღაც 3 თვეა მე და ჩემმა მეგობარმა ერთ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ერთ ერთი გერმანული კომპანიის პროდუქციის (კოსმეტიკის) ოფიციალური შემომტანები გავხდით. ვიქირავეთ საწყობი და ერთი პარტია კოსმეტიკაც შემოვიტანეთ. ჯერჯერობით მხოლოდ ბითუმად ვყიდით.

თქვენი აზრი მარინტერესებს, როგორ შეიძლება ამ ბიზნესის განვითარება? smile.gif



ამაზე ვერაფერს მირჩავთ?
smile.gif

პოსტის ავტორი: nutsiko თარიღი: Aug 10 2010, 01:05 AM

kline
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სამუშაო როგორც წესი, მეც მაქვს, ყოველთვის მაქვს ხოლმე დამატებითი შემოსავალი კერძო მოსწავლეებიდან, სტატიების წერიდან, თარგმანებიდან. თუმცა ეს ყველაფერი მოთხოვნაზეა დამოკიდებული (თუმცა არც ამას ვუჩივი ზოგადად), მაგრამ მაინც საკუთარ საქმეს არაფერი სჯობს. ეს განაკუთრებით კიდევ უფრო მწვავედ დადგა დღის წესრიგში, როდესაც სულ მცირე ხნით მაგრამ მაინც მომიწია უმუშევრად ყოფნა (საბედნიეროდ, ახლა ისევ ვმუშაობ). ამდენად, კიდევ უფრო გავააქტიურე ჩემი ფიქრი და მსჯელობა საკუთარი საქმის დაწყებასთან დაკავშირებით. ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვარ, რა შემიძლია, უკეთ გამომდის და თან შემიძლია შემოსავალი მქონდეს, როგორც მცირე ბიზნესი.

იმედია გამომივა smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)