რა გვიშლის ხელს უფრო მეტი და უკეთესად ვაკეთოთ, თქვენი აზრით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
რა გვიშლის ხელს უფრო მეტი და უკეთესად ვაკეთოთ, თქვენი აზრით |
| Synergist |
May 10 2010, 07:34 AM
პოსტი
#1
|
|
Grandmaster of Strategy ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 777 რეგისტრ.: 6-March 06 მდებარ.: #8baratashvili str. Tbilisi. Georgia წევრი № 8 |
ყველამ ვიცით, ის თუ რა შედეგები გვაქვს ცხოვრებაში ძალიან ბევრად არის დამოკიდებული იმაზე რამდენს ვმუშაობთ, რადმენს ვაკეთებთ და როგორ.. ყველას გვაქვს რაღაც ჩვევები რომლებიც ხელს გვიშლის უკეთესად მუშაობაში დაუფრო მეტის კეთებაში.
მოდით ჩამოვთვალოთ რა ჩვევებია და იქნებ ამით პირველი ნაბიჯი გადავდგათ მათ წინააღმდეგ. აი ერთი მოსაზრება ამ საკითხზე ცუდი ჩვევები -------------------- ჩვენს მიერ დაწერილი ყოველი პოსტი ცვლის სამყაროს
ჩვენს მიერ წაკითხული ყოველი პოსტი გვცვლის ჩვენ "ეძებე სხვისთვის და იპოვი შენთვის" © პავლე მოციქული |
|
|
|
| Natalie |
May 10 2010, 10:29 AM
პოსტი
#2
|
|
Club Member ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 65 რეგისტრ.: 20-December 09 მდებარ.: Tbilisi წევრი № 655 |
ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი დამახასიათებელი თვისება გულგრილობაა. მაგალითად, "თუკი არ მაძლევენ ამდენ და ამდენ ხელფასს, არ მაქვს ეს და ეს სამუშაო პირობები, რა ვალდებული ვარ გავაკეთო ესა და ეს?" ხშირად ვერ ვხვდებით, იმას რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ.
კიდევ, ეგოიზმი... ვერ წარმოგვიდგენია, როგორ უნდა გააკეთოს ვიღაცამ რაღაცა ჩვენზე უკეთ და თუ ეს ასეა და ჩვენც ვხვდებით ამას, მაქსიმალურად ვცდილობთ თავი დავარწმუნოთ, რომ ეს მხოლოდ გამართლებაა მისთვის.... როდესაც ამ სტატიას ვკითხულობდი, რატომღაც თავში შემდეგი ფრაზა ამომიტივტივდა "Плохому танцору - туфли жмут да пол кривой." მართლაც ასეა, რაღაცას არ ვაკეთებთ ან ვერ ვაკეთებთ და ყველაფერს სხვადასხვა ფაქტორებს ვაბრალებთ. სინამდვილეში კი, მიზეზი ჩვენში უნდა ვეძებოთ. განა ღირს ამდენი დროის ფაქტობრიავდ უქმად გატარება იმის გამო, რომ ჩვენი "გენია" არ დაინახეს და არ დააფასეს? -------------------- With the power of soul anything is possible
www.nataliesun.wordpress.com |
|
|
|
| nutsiko |
May 10 2010, 03:56 PM
პოსტი
#3
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 150 რეგისტრ.: 20-December 09 წევრი № 656 |
საინტერესო სტატიაა, მომეწონა
გამახსენდა ერთ-ერთი ტრენინგი, რომელიც გავლილი მაქვს და თემა იყო ასეთი დროის მართვა, სადაც დაგვისვეს კითხვა: რა გვართმევს დროს და ხელს გვიშვლის სამუშაოს შესრულებაში? ყველას მოგვეცა შესაბამისი დრო იმისთვის, რომ დაგვესახელებინა ასეთი ფაქტორები და დასახელდა: უსაგნო და არაფრის მომცემი საუბრები სამუშაო საათებში როგორც ტელეფონით, ისე თანამშრომლებს შორის, სოციალური ქსელები, ჩათი, სკაიპი, სამუშაოსთან დაუკავშირებელი საქმის სამუშაო საათებში კეთება, სხვ. საერთოდ არ მიყვარს წუწუნი და მიმაჩნია, რომ ყველამ ჩვენ პრობლემა (ასეთის შემთხვევაში) საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. რატომ არის რომ თანაბარ პირობებში ერთი თანამშრომელი ასწრებს დღის ბოლომდე სამუშაოს შესრულებას და მეორეს მუდამ მოტოვებული აქვს ე.წ. კუდი და ნელ-ნელა უგროვდება საქმე. ალბათ მის მიერ დროის რაციონალურ გამოყენებასთან არის დაკავშირებული. იგივე შაბათ-კვირის დღეების გამოყენებას რომ შევეხოთ (რაც სტატიაში იყო ნახსენები), დღის წესრიგი და გეგმა, თუ გნებავთ, დაგეგმილი საქმიანობის მარტო სამუშაო დღეებში არა, შაბათ-კვირასაც შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს. შეიძლება საქმეების დაგეგმვა ამ დღეებში და უფრო ნაყოფიერად წარმართვა, ვიდრე დროის უქმად ფლანგვა. ეს ყოველივე რა თქმა უნდა აისახება ჩვენს მიერ სამუშაოს და პირადი საქმეების უფრო გონივრულ წარმართვასა და წარმატების მიღწევაში |
|
|
|
| Laliko |
May 10 2010, 08:34 PM
პოსტი
#4
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 127 რეგისტრ.: 9-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 588 |
სიზარმაცე
-------------------- dancing in the moonlight..
|
|
|
|
| tami |
May 14 2010, 10:42 AM
პოსტი
#5
|
![]() Grandmaster of Strategy ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 803 რეგისტრ.: 10-August 09 წევრი № 603 |
მე პირადად ყველაზე შემოქმედებიანი და ნაყოფიერი დღე მაქვს მაშინ, როდესაც ვიცი რა უნდა გავაკეთო, ხოლო როცა არ მაქვს კონკრეტული დავალებები მაშინ იმდენ საქმეს ვერ ვაკეთებ.
-------------------- კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი არ სჭამონ მტრისანი... |
|
|
|
| არჩილი |
May 15 2010, 10:07 PM
პოსტი
#6
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 219 რეგისტრ.: 8-March 06 წევრი № 10 |
ეჰ. სტატიაში რაც წერია ის ხომ სრული ჩამონათვალი არაა თან. მაგას კიდევ ყველა რაღაც რაღაცეებს ხომ დავუმატებთ, საკუთარ ქცევებს კარგად თუ დავუკვირდებით.
მთავარია სტატიის კითხვისას შეგრძნება არ გაგვიჩნდეს - "ნახე როგორ კარგად დაუჭერია ამ უამრავი ზარმაცი ადამიანის თვისებები, მეც ხომ შემიმჩნევია ეს ჩვევები აი იმ იმაში და იმაშიო". ჩვენზეა ეს სტატია, იმათზე კი არა -------------------- ჩვენს მიერ დაწერილი ყოველი პოსტი ცვლის სამყაროს
ჩვენს მიერ წაკითხული ყოველი პოსტი გვცვლის ჩვენ იყავით ყურადღებით ბატონებო © Synergist |
|
|
|
| Keti |
May 29 2010, 08:41 PM
პოსტი
#7
|
|
Strategist ![]() ![]() ჯგუფი: Member პოსტები: 135 რეგისტრ.: 21-October 09 წევრი № 616 |
ნამდვილად კარგი სტატიაა.
სიზარმაცე, უცოდნიარობა, მოტივაციის არ ქონა, არაორგანიზებულობა, ჩვენგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი ფაქტორები... რაც გვიშლის ხელს მეტ-ნაკლებად ნათელია. დროა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ უფრო მეტი და უფრო უკეთ |
|
|
|
| ALEX_&_ER |
Jul 5 2010, 12:11 PM
პოსტი
#8
|
|
Newbie ჯგუფი: პოსტები: 2 რეგისტრ.: 4-July 10 მდებარ.: Tbilisi, Vera წევრი № 723 |
თუ დაფიქრებულხართ საიდან მოდის სიზარმაცე..?
დაფიქრდით რა და რატომ გეზარებათ ხოლმე, პასუხიც ხომ სწორედ მანდ არის... |
|
|
|
![]() ![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th September 2010 - 02:11 AM |